in

ამ ზაფხულს კლუბებმა გვარიანად გაიკრეს ჯიბეზე ხელი: ყველაზე ძვირი ტრანსფერების ნაკრები

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარმა რამდენიმე საინტერესო ისტორია შექმნა. ჯერ არ დასრულებულა და ნუ გამოვრიცხავთ მთავარსაც – მაგალითად თუ მაინც შეძლებს „რეალმა“ მბაპეს წაყვანა. თუმცა უამისოდაც ბევრი საინტერესო მოხდა. ცალკე თემაა საუდის არაბეთი, რომლის მთავარი ინტერესი ისაა, თუ ვის გადაბირებას მოახერხებენ დიდი ვარსკვლავებიდან.

„ჩელსიმ“ კაისედო „ლივერპულს“ ააწაპნა, მესი ამერიკაში გადაბარგდა, „ბაიერნმა“ ბოლოს და ბოლოს მოახერხა კეინის წაყვანა, „რელმა“ ბელინგემი იყიდა…

მოკლედ, გუნდებმა საკმაოდ დახარჯეს და ახლა ვნახოთ როგორი იქნებოდა 2023 წლის ზაფხულის ძვირიანი ტრანსფერების ნაკრები. ამ საკითხით Score90-ის ექსპერტები დაინტერესდნენ და აი ეს მიიღეს.

აქ წარმოდგენილია ყველაზე ძვირადღირბეული ტრანსფერები თითოეულ პოზიციაზე. მაგალითად, ჰეილუნდის ადგილი გუნდში არ მოიძებნა, რომელშიც „მანჩესტერმა“ 70 მლნ ევრო გაიღო.

ყველაზე ბევრი ფული ნახევარდაცვაზე დაიხარჯა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუდის არაბეთის ჩემპიონატი უკვე ათეულშია: მილიარდს გადააჭარბა

ვინ არის GOAT? რონალდოს და მესის თითქმის თანაბარი მაჩვენებლები აქვთ პრემიერლიგის ტოპ გუნდებთან