ლეო მესი ძალიან ხშირად იყენებდა პირად თვითმფრინავს ზაფხულში.
სამ თვეში არგენტინელის ჯეტმა იმდენი ნახშირორჟანგის გაზი აფრქვია, რამდენსაც საფრანგეთის საშუალო მაცხოვრებელი 150 წელიწადში გამოყოფდა.
1 ივნისიდან 31 აგვისტომდე მესის თვითმფრინავმა 52 რეისი შეასრულა, 30 საკონტინენტთაშორისო იყო, 14 – ტრანსატლანტიკური. გამოფრქვევის საერთო ოდენობამ 1502 ტონა ნახშირორჟანგის გაზი შეადგინა.
ბუენოს აირესიდან მაიამამდე 5-ჯერ იფრინა. სამი რეისი იყო მონტევიდეოსა (ურუგვაი) და მაიამს შორის. არის რეისები ბრაზილიაში წინ და უკან, ასევე რამდენიმე რეისი ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის.
პსჟ-ს თავდამსხმელი 7-ჯერ ჩაფრინდა ბარსელონაში ან ბარსელონადან გაფრინდა. მგზავრობა მოიცავდა მოგზაურობას ტენერიფეზე, ბილბაოში, ნიცასა და ფიგარიში.
თუ გახსოვთ, პსჟ მაგრად გააკრიტიკეს, რომ პარიზიდან ნანტში თვითმფრინავით წავიდა. ფრენას 1 საათი და 10 წუთი უნდა, როდესაც მატარებელი ამ ქალაქებს შორის მანძილს 2 საათსა და 10 წუთში ფარავს.
საფრანგეთი კლიმატის ცვლილებებზე წუხს. 2021 წლის მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს კლიმატური კანონი, რომელიც კრძალავს საფრანგეთს შიგნით ფრენებს თუ გზას მატარებლით 2 სთ 30 წთ-ზე მეტი არ სჭირდება. ეს კანონი კერძო თვითმფრინავებზე არ მოქმედებს.
GIPHY App Key not set. Please check settings