in

ამას ნაცემის არაფერი ეტყობოდა: შენგუნის და კორკმაზის კარგი მატჩი და თურქებმა პლეი-ოფი გაინაღდეს

2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე ტური თბილისში დაიწყო. საქართველოს ნაკრებთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხებული თურქეთის ნაკრები წინა ტურში უდიდესი სენსაციის ავტორს ბელგიას დაუპირისპირდა. ბელგიელებს გასულ ტურში ესპანეთი ჰყავდათ დამარცხებული.

FIBA-მ თურქების სარჩელი საქართველოსთან გადათამაშების, ან ერთი ოვერტაიმის თავიდან თამაშის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ინციდენტთან დაკავშირებით კ, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და გადაწყვეტილება არ გამოტანიათ. შესაბამისად, თურქებს დღეს ფურკან კორკმაზიც ეხმარებოდა და ერგინ ატამანიც თავის ადგილზე იყო.

თურქებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველ პერიოდში ბელგიელებს არაფრის შანსი მისცეს. განსაკუთრებით, ზევით ხსენებული ფურკან კორკმაზი აქტიურობდა. კორკმაზს პირველ პერიოდში 11 ქულა, 1 მოხსნა ჰქონდა და თავის გუნდში საუკეთესო იყო. ბელგიელებმა პერიოდში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდეს.

სამაგიეროდ, მეორე პერიოდში ბელგიამ შეძლო თამაშის დაქაჩვა და დიდი შესვენების წინ, სხვაობა მხოლოდ 7 ქულა იყო-37:30 თურქეთის სასარგებლოდ.

თურქებისგან უკვე ალპერენ შენგუნი ლიდერობდა – 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი. ბელგიელთაგან 6 ქულით ჰარის ბრატანოვიჩი ლიდერობდა.

მესამე პერიოდში თურქებმა ისევ მოახერხეს დიდი უპირატესობის მოპოვება. ატამანის ბიჭები 21 ქულით გავიდნენ, მაგრამ პერიოდის ბოლოს ბელგიელებმა პატარა გაქცევა შემოგვთავაზეს და სხვაობა 12 ქულამდე შეამცირეს. 47:59 ბოლო პერიოდის წინ.

ბოლო პერიოდში, ბელგიელებმა გაიბრძოლეს, მაგრამ ალფერენ შენგუნის და ფურკან კორკმაზის შეჩერება მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, თურქეთმა 78:63 მოიგო და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

თურქებისგან მაგარი თამაში ჰქონდა ალპერენ შენგუნს – 24 ქულა, 8, მოხსნა, 6 ასისტი. კარგი იყო ფურკან კორკმაზი – 16 ქულა, 5 მოხსნა.

მატჩის დასრულების შემდეგ, Sport4me-სთან კომენტარი თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ფურკან კორკმაზმა გააკეთა.

” მთელი მატჩი დამაჯერებლები ვიყავით და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. რთულ მატჩში მარცხის შემდეგ, მოვახერხეთ კონცენტრირება და მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ, რომლითაც პლეი-ოფში გასვლა გავინაღდეთ.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ახლა, შემდეგ მატჩებზე ვფიქრობ.”

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ჭიაბრიშვილს გულის შეტევა დაემართა

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ფიბა სამარცხვინო ორგანიზაციაა – ჩვენ სამართლიანი კალათბურთის თამაში გვსურს