in

ალექსანდრ ზვერევი ოლიმპიური ჩემპიონია

ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში საჩოგბურთო ტურნირი ATP-ს მსოფლიო რეიტინგის მე-5 ჩოგნის, ალექსანდრ ზვერევის ტრიუმფით დასრულდა.


ფინალურ დაპირისპირებაში გერმანელმა ჩოგბურთელმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, კარენ ხაჩანოვი ორეტიან დაპირისპირებაში 6-3; 6-1 დაამარცხა და ტოკიო 2020-ზე გერმანიას მეოთხე ოქროს მედალი მოუპოვა.


ზვერევი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და ფინალური შეხვედრა ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო. პირველ სეტში გერმანელი მესამე გეიმში ბრეიქით დაწინაურდა და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. სეტი კი მე-9 გეიმში, მეტოქის ჩაწოდებაზე პირველივე სეტბოლით მოიგო.
მეორე პარტიაში მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმის მოგების საშუალება მისცა და ოქროს მედალი კარიერაში პირველად მოიგო და ამასთან, გახდა პირველი გერმანელი, რომელმაც მამაკაცების ერთეულთა თანრიგში ოლიმპიური ოქრო მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ესპანელმა პაბლო კარენო-ბუსტამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ტურნირის მტავარ ფავორიტად იყო მიჩნეული, სამ სეტში დაამარცხა და მედლის გარეშე დატოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია და უძლიერეს კუბელს შეხვდება

მელია უძლიერეს რუსთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა