ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეული ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური “გენტიდან” 6-თვიანი იჯარის წესით ისტორიულ გერმანულ კლუბ “ჰამბურგში” ითამაშებს.
ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესახებ, “ჰამბურგის” პრესსამსახურთან ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა, რომელსაც ბუნდესლიგაში არაერთი სეზონი აქვს ჩატარებული და კლუბის სპორტულ დირექტორ მიხაელ მუტცელს ტრანსფერი მიულოცა.
“როდესაც, გიორგის თამაში პირველად ვნახე, მაშინვე მივხვდი მას ისეთი უნარები ჰქონდა, რაც სხვას არ გააჩნია. მიხაელს შემიძლია ეს ტრანსფერი მივულოცო, რადგან გიორგის შეუძლია ყველას აჩვენოს მისი რეალური შესაძლებლობები”, – თქვა ალექსანდრე იაშვილმა.
შეგახსენებთ, იაშვილი და მუტცელი “კარლსრუეში” თანაგუნდელები იყვნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings