in ,

აი ყველა მონაწილე: წილისყრა ერთი კალათიდან იქნება, ფავორიტი სამია

ჩემპიონთა ლიგაზე ¼ ფინალის მთელი კამპანია უკვე შეგროვდა. ესპანეთსა და ინგლისს 3-3 წარმომადგენელი ჰყავთ, თითო გუნდი შერჩათ გერმანიისა და პორტუგალიას.

როდისაა წილისყრა

პარასკევს, 18 მარტს. აღარ იქნებიან განთესილი და განუთესავი გუნდები, ყველას ერთ კალათაში მოუყრიან თავს. ერთი ქვეყნის გუნდები შესაძლებელია რომ ერთმანეთს შეხვდნენ.
¼ ფინალების პირველი მატჩები 5/6 აპრილს, განმეორებითი კი – 12/13 აპრილს გაიმართება.

ვის რა რა შანსი აქვს? მხოლოდ მათემატიკა

მსოფლიოში ბევრი რეიტინგია, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კი აქვს Five Thirty Eight-ს. ის პოპულარული აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზებისას გახდა (20 მლნ უნიკალური ვიზიტორი თვეში), ახლა კი სპორტითაც ერთობა. FiveThirtyEight თითოეულ გუნდს (მთავარი ევროპული ლიგებიდან) საკუთარ რეიტინგს ანიჭებს – ამის საფუძველზე თითოეული მატჩის შედეგი ითვლება. შემდეგ – სეზონის ყველა თამაშის 20 ათასი სიმულაციაა და ბოლოს სატურნირო ცხრილიც დგება.

სამი მძლავრი ფავორიტია თანაბარი შანსებით: „ბაიერნი“, „სიტი“ და „ლივერპული“.

„ჩელსი“ მისთვის რთულ პერიოდში „რეალთან“ თანაბრად მიდის – მათი შანსი ½ ფინალში გასვლის და საერთოდ ტურნირის მოგების, თანაბარია.

¼ ფინალში ყველაზე სასურველი მეტოქე „ბენფიკაა“. მისი ნახევარფინალის შანსი 23%-ია, ლიგის მოგების – 1%.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წაუგებლები: 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის

ვილი სანიოლი: მნიშვნელოვანია ისეთ დროს წახვიდე, რომ ხალხს სიყვარული დაუტოვო – მადლობა ჯაბას ყველაფრისთვის