in

აიაქსი და მიქაუტაძე გაკრიტიკებულია: მწვრთნელი ჯერ ძებს

გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ ჯერ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი დიდად ვერ გამოიჩინა. დიდად კი არა, ჯერჯერობით უნიათოდ არის. პრინციპში ისევე როგორც მთელი გუნდი. „აიაქსი“ ძალიან გადახალისებული და ახალგაზრდული გუნდია და სავარაუდოდ დრო დასჭირდება ჩვეულ დონეს რომ დაუბრუნდეს.

მე-5 ტურში „აიაქსი“ სტუმრად „ტვენტესთან“ ჩავიდა 1:3 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა და ბევრი არაფერი გამოსვლია.

მატჩის შემდეგ „ფეიენოორდის“ ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ESPN-ის ექსპერტმა კარიმ ელ აჰმადიმ „აიაქსის: ფეხბურთელები, მათ შორის მიქაუტაძეც გააკრიტიკა.

„ზოგ ფეხბურთელს აშკარად ხარისხი აკლია, რაც შესაძლოა მწვრთნელის ტაქტიკური გადაწყვეტილებებით იყოს განპირობებული. შოკირებულია ვარ შუტალოს სუსტი თამაშით. ვერც სხვა ფეხბურთელები ბრწყინავდნენ. მიქაუტაძე ცუდად შემოვიდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, აკპომი დაკარგული იყო, საერთოდ ვერ გავიგე რა პოზიციაზე თამაშობდა“, – დადო ანალიზი ელ აჰმადიმ.

პრობლემები„აიაქსის“ მწვრთნელმა, მორის შტეინმაც აღიარა და თქვა, რომ ოპტიმალურ შემადგენლობას ეძებს.
„გასულ კვირაში სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და წარუმატებულად ვითამაშეთ. ჩუბა აკპომი მარჯვენა ფლანგზე დავაყენეთ და ის ცენტრალურ თავდამსხმელს უნდა დახმარებოდა, მაგრამ საკმარისად აქტიური არ იყო და მიქაუტაძით ამიტომ შევცვალეთ“.

გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა, რონალდ დე ბურმა კი ყურადღება ფეხბურთელების შეუთამაშებლობაზეც გაამახვილა.

„ამსტერდამელები ახლა სასურველ ფორმაში არ არიან. ამას გარდა, „ტვენტესთან“ ნათლად გამოჩნდა, რომ „აიაქსის“ ფეხბურთელებსა და ახალწვეულებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა“, – განაცხადა დე ბურმა.

„აიაქსს“ შემდეგი მატჩი ევროპა ლიგაზე აქვს 21 სექტემბერს, „მარსელთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის გუნდს გაუტანა: დღეს კიდევ ერთი ქართველი რონალდოს ეთამაშება

რას აკეთებ: კვარაცხელიას პროტესტს იტალიაში აქტიურად ეხმიანებიან – რას ნიშნავს ქართველის ჟესტი