ბათუმის „დინამოელების“ ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ მოსალოდნელ გადასვლაზე რამდენიმე დღის წინ დავწერეთ. მერე თითქოს უარყვეს ეს ვერსია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ ირაკლი აზაროვი სწორედ სერბულ გრანდში გადავა. ირაკლი უკვე ბელგრადშია.
მეტიც, გარკვეულია ტრანსფერის ფინანსური დეტალები: ბათუმელები 300 ათას ევროს მიიღებენ, ოღონდ ქართულ კლუბს ხეირი ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდანაც ექნება – 20%, როდესაც აზაროვი „ცრვენადან“ სხვა გუნდში გადავა.
თავად კონტრაქტი კი 4-წლიანი იქნება, ხოლო ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 250 ათასი ევრო.
„ცრვენა ზვეზდას“ მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოცდილი მილან როდიჩი დგას, თუმცა ეს პოზიცია არც თუ ძლიერია. როდიჩმა გუშინაც დააღალატა გუნდი, როდესაც “ცრვენა ზვეზდამ” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ერევნის “პიუნიკი” 5:0 დაამარცხა, 31 წლის მცველი კი შეხვედრის ბოლოს, 89-ე და 90-ე წუთებზე ორჯერ გააფრთხილეს და გააგდეს კიდეც.
„ცრვენა ზვეზდა“ კი ფაქტობრივად გასულია პლეი-ოფში. ოღონდ ამ მატჩებში რომც მოინდომოს გუნდი აზაროვს ვერ დაიხმარს, რადგან ირაკლიმ უკვე ითამაშა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ რიგებში, ამიტომ მეორე გუნდში გამოსვლის უფლება მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings