კონფერენს ლიგაზე გაბრიელ სიგუას „ლოზანა“ ფინეთში კუპს-ს ესტუმრა და ქულა წამოიღო – 0:0.
ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო. სიგუას 21-ე წუთზე გოლის გატანა შეეძლო: ბურთი საჯარიმოში მიიღო, დაარტყა, მაგრამ ააცილა. წამატებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასებები: flashscore – 7.1, sofascore – 6.8.
5 ტურის შემდეგ „ლოზანა“ 8 ქულით მე-16 ადგილზეა და 19 დეკემბერს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

„შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი, რომელმაც გასვლაზე „ჰამრუნს“ 2:0 მოუგო. აზაროვი ბოლოს, 89-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 61-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა.
შეფასებები: flashscore – 7.8 (ყველაზე მაღალი ორივე გუნდიდან), sofascore – 7.4.
დონეცკის „შახტარი“ 12 ქულით მე-2 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრაში „რეიკას“ უმასპინძლებს კრაკოვში.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეა“ შინ პრაღას „სპარტასთან“ დამარცხდა – 1:2. 38-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ჩეხების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მექვაბიშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს.
უნივერსიტატეა – სპარტა 1:2
გოლები: 0:1 რაჰმანი (50), 1:1 ნსიმბა (79), 1:2 რინეში (89)
გამოუყენებელი პენალტი: მექვაბიშვილი (38, უნივერსიტატეა)
„უნივერსიტატეა“ 7 ქულით მე-19 ადგილზეა და 19 დეკემბერს ათენში აეკ-ს შეხვდება.

გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანი“ ჩრდილოეთ მაკედონიაში „შკენდიას“ ესტუმრა და წააგო – 0:2. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობვაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება: 7.9.
შკედნია – სლოვანი 2:0
გოლები: 1:0 ბაირიჩი (33, საკ. კარში), 2:0 სპაჰიუ (45+1)
„სლოვანი“ 3 ქულით 32-ე ადგილზეა და 19 დეკემბერს „ჰაკენს“ უმასპინძლებს.
ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და დამარცხდა – 0:1. ჩვენიანმა სრულად ითამაშა.
შეფასებები: sofascore – 6.8, flashscore – 6.6, whoscored – 6.4.
„შტურმი“ 4 ქულით 28-ე ადგილზეა და 22 იანვარს როტერდამში „ფეიენოორდს“ შეხვდება.




GIPHY App Key not set. Please check settings