დღეს, გამთენიისას, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სტარტი აიღო 2021 წლის პირველი საჩოგბურთო “დიდი სლემის” ტურნირმა. ავსტრალიის ღია პირველობის პირველ დღეს, უკვე დიდი სენსაციებიც დაფიქსირდა. საწყის რაუნდშივე გამოეთიშა ასპარეზობას ფრანგი გაელ მონფილსი, რომელიც ფინელ ჩოგბურთელთან დამარცხდა.
ქალბატონებს შორის კი, პირველივე მატჩი წააგო ავსტრალიის ღია პირველობის 2016 წლის ჩემპიონმა, ანგელიკ კერბერმა.
რაც შეეხება ქართველ ჩოგბურთელებს. მსოფლიო რეიტინგის მე-40 და საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას ამერიკელ ტომ პოლთან შეხვედრით დაიწყებს.
ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვაც, ოღონდ ქალთა წყვილთა თანრიგში. ოქსანას პარტნიორობას ესპანელი ჯორჯინა გარსია პერესა გაწევს. ქართულ–ესპანური წყვილი პირველ შეხვედრას დარია კასატკინას და ანეტ კონტავიეტის დუეტს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings