in ,

ავთანდილ ასათიანი: ნიდერლანდებში ტურისტებად არ ჩავალთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი ხვალ და ზეგ ტაჯიკეთის ნაკრებს გაეჯიბრება და 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება.

ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა Sport4me.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

“საკმაოდ კარგი სპარინგმატჩები ჩავატარეთ. სერბეთი მსოფლიო გრანდია და მათ წინააღმდეგ თამაში სპეციალურად ჩავნიშნეთ, რადგან ასეთი დონის გუნდთან გამოგვეცადა ჩვენი თავი. ურთულესი ჯგუფია. აზერბაიჯანის ნაკრებს ყველაზე კარგად ვიცნობთ ჩვენი მეტოქეებიდან. რთულია თქმა შევძლებთ თუ არა მათ დამარცხებას, მაგრამ ამისთვის თავს არ დავზოგავთ. აზერბაიჯანთან შეხვედრა ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობის იქნება. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ დებიუტანტობის მიუხედავად, ნიდერლანდებში ტურისტებად არ მივდივართ”, – გვითხრა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში ესპანეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და აზერბაიჯანის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტი ერთადერთია, რომლის შემოსავალი პანდემიის დროს გაიზარდა

თბილისის დინამოდან ჩეხეთში: კობოური კარვინას ფეხბურთელია