in ,

აბუაშვილის დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ტორესის ატლეტიკოსთან შედგა

გუშინ, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. გიორგი აბუაშვილი აღნიშნულ ტურნირზე “პორტოს” განაცხადში პირველად მოხვდა და მან ფერნანდო ტორესის მადრიდის “ატლეტიკოს” შემადგენლობაში ითამაშა. მატჩი “როხიბლანკომ” 2:1 მოიგო.

18 წლის ქართველი ფეხბურთელი “პორტოს” თადარიგში იყო და მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა. მან დიეგო აბრეუ შეცვალა.

“პორტოს” 19-წლამდელთა გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ატლეტიკოს” მსგავსად 10 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო, შემდეგ ეტაპზე “ელ ნინიოს” გუნდი გავიდა.

გეტყვით იმასაც, რომ პორტუგალიის ახალგაზრდული ლიგის უკანასკნელ შეხვედრაში აბუაშვილმა დუბლი შეასრულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

IFHS-ს წლის სიმბოლური გუნდი: გუნდში სამი ევროპის ჩემპიონია

კვარაცხელია უფრო იტანჯება, ვიდრე თამაშობს: ხვიჩა ტურის ანტისიმბოლურშია