ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ფენომენად წოდებულმა რონალდომ თანამედროვე სუპერვარსკვლავებზე – ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.
„მესი – ექსტრაორდინარული, ძლიერი და ტექნიკურია. მას ყველა მატჩში უნდა გოლის გატანა. ასევეა კრიშტიანო.
ნეიმარი კიდევ ერთი ტოპ მოთამაშეა. იმედია, ის ბრაზილიასთან ერთად რამის მოგებას შეძლებს. მას სამშობლოში პირადი ცხოვრების გამო აკრიტიკებენ.
“ნებისმიერ შემთხვევაში ეს თაობა ჩვენზე უკეთესია მოედნის მიღმა. ისინი კარგად იკვებებიან და ბევრი ძინავთ. ჩვენ ყველაფერს პირიქით ვაკეთებდით, რომ არ ვილაპარაკოთ ქალების რაოდენობაზე“, – უთხრა კიჭა რონალდომ Bobo TV-ს.
ის ასევე მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან ევროპის სუპერლიგა მაინც შეიქმნება: „ტოპ კლუბებს სულ უფრ მეტი ფული უნდათ. სუპერლიგა უკვე წარმოდგენილ ვარიანტს არ დაემსგავსება, რადგან ეს კატასტროფა იყო, მაგრამ ის მაინც მოვა“, – აღნიშნა რონალდომ.
GIPHY App Key not set. Please check settings