in

აბა ვინ დარბის ჩქარა და ბევრს: სად თამაშობენ ინტენსიურად – რეიტინგი

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) მსოფლიოს სხვადასხვა ლიგებში თამაშის ინტენსივობის რეიტინგი შეადგინა.

რეიტინგის კრიტერიუმი გახდა სირბილის პროცენტის შეფარდება (19.8 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით) ფეხბურთელის მიერ დაფარულ საერთო მანძილთან. მონაცემები გასული სეზონის მიხედვით არის აღებული.

მსოფლიოს ყველაზე მაღალინტენსიური ჩემპიონატი ყოფილა ინგლისური პრემიერლიგა, რომლის მაჩვენებელია 7.82%. საინტერესოა, რომ ათეულში მხოლოდ ევროპული ჩემპიონატები მოხვდნენ. ათეულში ასევე ვერ მოხვდა ტოპ 5-ის ორი წარმომადგენელი – ბუნდესლიგა მე-15 პოზიციაზეა (მეორე ბუნდესლიგა მე-16), ხოლო ლიგა 1 საერთოდ 22-ე.

აი რეიტინგის ათეული:

ინგლისის პრემიერლიგა – 7,82 მაღალი ინტენსივობის აჩქარების (გარბენის) პროცენტი დაფარულ მანძილთან შეფარდებაში.

  1. პოლონეთის ჩემპიონატი – 7,81
  2. ლა ლიგა – 7,75
  3. ჩეხეთის ჩემპიონატი – 7,61
  4. შვეიცარიის ჩემპიონატი – 7,6
  5. ბელგიის ჩემპიონატი – 7,54
  6. ჩემპიონშიპი – 7,52
  7. დანიის ჩემპიონატი – 7,51
  8. სერია ა – 7,5
  9. სეგუნდა – 7,47

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი ფონინთან დამარცხდა და ცინცინატის მასტერს პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა

რა დრო დადგა, რონალდო არავის აღარ უნდა: მართლა წასულია თუ არა კრიშტიანოს დრო