in ,

ჯერ 11 და მსუბუქად: ნაკრები თანდათან იკრიბება

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მზადება დაიწყო. ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ტურნირზე საქართველო მიჯრით ოთხ მატჩს ითაზმაშებს და საამისოდ მოგეხსენებათ ვილი სანიოლმა 29 ფეხბურთელი დარაზმა.

თუმცა საწვრთელი პროცესის პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ 11 ფეხბურთელი იყო. თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს.

აი ეს თერთმეტეული:
გიორგი ლორია, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი , საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი, ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ბექა მიქელთაძე.

ლეგიონერები ნაკრებს სრული შემადგენლობით მომდევნო დღეებში შეურთდებიან. ეროვნულ ლიგაში მოთამაშეები კი, საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ, 26 მაისიდან.

საქართველოს ნაკრებში გამძახებული სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

საქართველოს ნაკრების განრიგი ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო – გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი – საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო – ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი – საქართველო | 22:45

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი მშვიდობის სიმბოლოს გზავნილითაა გაჯერებული

მამარდაშვილს ვალენსია კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და გამოსასყიდად 100 მილიონს დააწესებს