in ,

ხოსე ბორდალასი: მამარდაშვილს არ გავუკვირვებივართ-მას დიდი ნიჭი და პოტენციალი აქვს

ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ხეტაფეს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში, ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

მატჩის შემდეგ, მამარდაშვილის დებიუტის შესახებ, “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერები ვართ. სიმართლე ისაა, რომ მას არ გავუკვირვებივართ. რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ის სეზონის წინ ბევრს მუშაობდა.
მე და ოჩოტორენამ (მეკარეების მწვრთნელი) ბევრი ვისაუბრეთ. ის ახალგაზრდა ბიჭია, მან უნდა გააუმჯობესოს საკუთარი თავი და გააგრძელოს მუშაობა. სიმართლე ის არის, რომ დღეს ის ძალიან კარგი იყო, როგორც დანარჩენი თანაგუნდელები. მან ფანტასტიკურად ითამაშა და ვულოცავ მას.
ჩვენ კმაყოფილი ვართ მისი წვლილით. ის არის ახლად ჩამოსული ბიჭი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ აითვისა სრულად ენა, რომელსაც აქვს სირთულეები და ეს ნორმალურია. მან აჩვენა ძლიერი პიროვნული თვისებები და უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარი ახლის სწავლის უნარი”, – თქვა ბორდალასმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილის 4 სეივი: დამაჯერებელი დებიუტი და ვალენსიას გამარჯვება ხეტაფესთან

Marca:ისწავლეთ მისი გვარი-მამარდაშვილი:მესტალიას ახალი გმირი