GLOBE SOCCER AWARDS-მა 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ფინალისტები დაასახელა, რომელთა შორისაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
ქართელი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე:
vote.globesoccer.com/vote/best-men-player-2023/?embed=false
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ზეიმი, დუბაიში 2024 წლის 19 იანვარს გაიმართება.
ღონისძიება ფეხბურთის უამრავ ვარსკვლავს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მამაკაცის ფეხბურთელის 30-კაციან სიაში ევროპაში მოთამაშეები დომინირებენ, აქ არიან კრიშტიანო რონალდო „ალ ნასრიდან“ და ლიონელ მესი „ინტერ მაიამიდან“.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ფეხბურთის გულშემატკივრებს მთელ მსოფლიოში შეუძლიათ საკუთარი აზრი დააფიქსირონ ხმის მიცემით.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/11/Globe-2023-Banner-nominees-desktop-v2-1024x540.jpg)
გულშემატკივრების გარდა, არსებობს Globe Soccer-ის ოფიციალური ჟიურიც, რომელიც ფეხბურთის ვარსკვლავებისგან შედგება, მათ შორის არიან ფრანჩესკო ტოტი, იკერ კასილიასი, ლუიშ ფიგო, მარჩელო ლიპი და სხვა.
GIPHY App Key not set. Please check settings