in ,

ხვიჩა ტოპ ლიგების ტოპებშია: კვარაცხელიაზე კარგი ევროპაში სულ 5 კაცია – მესისთან ახლოს

ხვიჩა კვარაცხელია კარგი თამაშის წყალობით მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელების გვერდით აღმოჩნდა. football-italia-მა ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელების სტატისტიკა დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ხვიჩას ადგილი თვით მესის გვერდითაა.

ევროპის ტოპ-5 ლიგიდან მხოლოდ 5-მა ფეხბურთელმა გაიტანა მეტი გოლი, ვიდრე კვარაცხელიამ.

21 წლის ქართველის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 12 შედეგიანი მოქმედებაა (გოლი+პასი). ევროპის ტოპ-5 ლიგაში უკეთესი შედეგი აქვთ: ერლინგ ჰოლანდს, ნეიმარს, რობერტ ლევანდოვსკის, ლეო მესისა და ჯამალ მუსიალას.

კვარაცხელიამ 5 გოლი გაიტანა სერია A-ში და 2 ჩემპიონთა ლიგაზე.

ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესოები (გოლი+პასი სისტემით)

ჰოლანდი 20 გოლი, 3 პასი
ნეიმარი 11 გოლი, 9 პასი
ლევანდოვსკი 14 გოლი, 2 პასი
მესი 8 გოლი, 8 პასი
მუსიალა 7 გოლი, 7 პასი
კვარაცხელია 7 გოლი, 5 პასი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გამოტოვებს მუნდიალს: რეიტინგის სათავეში ჰოლანდია

ვიდეო: შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ობრადორიოსთან