in

ხვიჩა სხვა პლანეტაზე გადის: პსჟ ქართველში 180 მილიონს იხდის

ხვიჩაზე ნამდვილი ისტერიაა. ევროპული პრესა – ფრანგული, იტალიური, ბრიტანული – წერს, რომ პსჟ კვარაცხელიაში 180 მილიონ ევროს გადახდაზე ყაბულსაა.

ჩვენიანის ტრიუმფალური თამაში სერია ა-ში, პარიზული კლუბის ულევი ფული და კლუბის გაურკვეველი მომავალი ერთად რომ ავიღოთ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში ერთ-ერთი უძვირესი მოთამაშე გახდეს.

საქმე ისაა, რომ ლეო მესი ჯერ არ აფორმებს ახალ კონტრაქტს, უნდათ ნეიმარის გაშვება და არც არავინაა დარწმუნებული იმაშიც, რომ მბაპე მომდევნო სეზონში ისევ „პარკ დე პრენსზე“ ირბენს და არა მაგალითად „სანტიაგო ბერნაბეუზე“. ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ხელმოცარული სეზონის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა მომავლოს პროექტზე ფიქრობს და არ არის გამორიცხული სერიოზული ცვლილებები განახორციელოს. ერთ-ერთი კი სწორედ ახალგაზრდა და პერსპექტიული კვარაცხელიას მიყვანაა.

ქართველში „ნაპოლი“ რომ ცოტას არ მოითხოვს. ცხადია, მაგრამ სადაც 100 მილიონი იყო ნახსენები, იქ თითქმის ორჯერ მეტზე უარის თქმა ნეაპოლელებს გაუჭირდებათ. არადა, გავიხსენოთ, თავად „ნაპოლის“ ხვიჩას მიყვანა სულ რაღაც 10 მილიონი დაუჯდა.

პსჟ-ს გარდა ხვიჩას სხვაც ბევრი მსურველი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი მადრიდის „რეალის“ ინტერესზეც უკვე არაერთხელ დაიწერა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგამ 15 წუთი ითამაშა, ორლანდომ კლიპერსს მოუგო

ევროპა რეკორდებშია: ჰოლანდის ჰეთ-თრიქები, კეინის თავურები, ზლატანის ბებრული, როისის გოლები და სიმეონეს გამარჯვებები