in

ხვიჩა იუვენტუსთან ძირითადში იქნება… რათა დაგვიბრუნდეს ჯადოქარი კვარაცხელია

„ნაპოლის“ სერია ა-ს უახლოეს ტურში, 13 იანვარს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება. გათამაშების ლიდერი შინ უმასპინძლებს ბოლო 8 მატჩის მშრალად მომგებ და დაწინაურებულ „იუვენტუსს“. წინა ტურში კი ნეაპოლელებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამპდორიას“ გასვლაზე მოუგეს, ხვიჩა ძირითადშ იყო და 1 საათი ითამაშა. ჯერ კიდევ გენუური მატჩის წინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ქართველი შესაძლოა ძირითადში არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ეჭვი მწვრთნელმა გაფანტა. სწორედ ლუჩანო სპალეტიზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კვარა „იუვესთან“ პრინციპულ შეხვედრაშიც იქნება ძირითადში.

ადგილობრივი გამოცემა napolipiu წერს, რომ სპალეტი მთელი კვირა ამ მატჩისთვის ემზადება. ის ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებს ითვალისწინებს. მატჩის წინ გაირკვევა კიმის მდგომარეობა. სამხრეთკორეელი მცველი „სამპდორიასთან“ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მატჩამდე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, ხვიჩა კვარაცხელიაა.

გამოცემა Il Mattino-ც ქართველი მოთამაშის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ქართველი შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ზამთრის პაუზამდე იყო, მაგრამ აშკარაა ის ფაქტი, რომ სპალეტი არ აპირებს თავის ჯოკერთან განშორებას. ის ამხნევებს მას თბილი სიტყვებით და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავს, სავარაუდოდ, ასე იქნება „იუვენტუსთანაც“. ეს შეიძლება იყოს იდეალური საღამო, რათა დაგვიბრუნდეს „ჯადოქარი“ კვარაცხელია, რომელმაც სერია A-ში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა“, – წერს გამოცემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამარდაშვილი მაგარი იყო, ვალენსიამ პენალტებით წააგო

2022 წლის სიმბოლური ნაკრები: მესი, მბაპე, ბენზემა, ჰოლანდი…. ყველანი არიან