„ნაპოლი“ მოლაპარაკებებს მართავს „ვერონასთან“ ჯოვანი სიმეონეს ტრანსფერის თაობაზე. ამაზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს.
ნეაპოლელებს სურთ 27 წლის არგენტინელის იჯარა 2 მილიონ ევროდ და მერე 15 მილიონად გამოსყიდვა.
გასულ სეზონში სიმეონემ 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მისცა „ვერონაში“ ჩატარებულ 35 მატჩში. Transfermarkt.com მას 17 მლნ ევროდ აფასებს.
ჯოვანი სიმეონე მოგეხსენებათ მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელის, წარსულში კი „ინტერისა“ და „ლაციოს“ ფეხბურთელის დიეგო სიმეონეს შვილია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ამასწინ, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ გუნდს ტრანსფერები არ დაუმთავრებია და რომ ახალწვეულები კიდევ იქნებიან.
ნაპოლის ჯერ არ დაუმთავრებია: ტრანსფერები გაგრძელდება, რათა გუნდი დაუმარცხებელი გახდეს
GIPHY App Key not set. Please check settings