in ,

ხვიჩამ ისევ გაიტანა, თანაც ბრწყინვალე გოლი

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელი გულშემატკივრების გულებსაც იგებს. პირველ საკონტროლო შეხვედრაში მშვენიერი შედეგის შემდეგ (2 გოლი და 1 ასისტი), ახალგაზრდა ქართველს არც მეორე მატჩში მოუკლია.

კვარას 2 გოლი და პასი: ხვიჩას ბრწყინვალე დებიუტი ნაპოლიში

ამ წუთებში „ნაპოლი“ დიმაროს სპორტულ ცენტრში „პერუჯას“ ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებს.

კვარაცხელია ამჯერადაც ძირითადში დააყენეს. ჩვენიანმა მალევე გამოიჩინა თავი. მე-5 წუთი დაიწყო, როდესაც ხვიჩა ლამის მოედნის ცენტრამდე ამოვიდა და იქ მიიღო ბურთი, პარტნიორს ფლანგზე გაუთამაშა და დრიბლინგით წინ დაიძრა, საჯარიმოს ხაზთან ერთი შეხებით ოსიმენთან გაათამაშა, საჯარიმოში შეიჭრა და მარჯვენა ფეხით მეკარისგან მარცხენა შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა.

ბრწყინვალე გოლი – ასე დაახასიათა შეხვედრის იტალიელმა კომენტატორმა.

მეორე ტაიმში, როგორც წინა შეხვედრაში, შემადგენლობა გადახალისდა და კვარაცხელაიც შეცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებით: ფედერაციის პრეზიდენტი კვარაცხელიას გამოექომაგა

ღვინიაშვილმა ოქრო მოგვიტანა, სულამანიძე ვერცხლს დასჯერდა