in ,

ჭიაბრიშვილის მქუხარე დებიუტი და ლოკომოტივის სირცხვილი: ეროვნული ლიგის მე-18 ტური

გუშინ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სამი მატჩი გაიმართა.

გასავარდნ ზონაში მყოფმა ბოლნისის „სიონმა“ თამაზ სტეფანიას სახელობის არენაზე ბოლო ადგილოსან თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გაანადგურა. ირაკლი ჭიაბრიშვილს ავტოგოლს მალევე ფოცხვერიამ დაამატა და ბოლნისელები 2 ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ 24-ე წუთზე ომარაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა და ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში ძმები ხორხელების ჯერი დადგა, ჯერ ლუკამ შემდეგ კი ნიკამ გაიტანა, ხოლო დასკვნითი აკორდი 81-ე წუთზე გამბარაშვილმა შეასრულა და მატჩიც 5:1 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ „სიონმა“ ბოლო 5 მატჩში 3 მოიგო და „დილას“ ფრე ეთამაშა, გუნდი მაინც გასავარდნ ზონაშია. მე-7 ადგილოსან „ტორპედოს“ ბოლნისელები 1 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება „ლოკოს“, თბილისელებს 18 ტურში 1 გამარჯვების წილ 17 მარცხი აქვთ და უიმედო ფსკეროსანია.

გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი შედგა „დინამო არენაზე“, სადაც თბილისელებმა „გაგრას“ უმასპინძლეს და 5:0 ააწიოკეს.

22-ე წუთზე ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე ტანდაბალმა მოთამაშემ უსმანე კამარამ შესაშური თავურით გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში თავი მოისწრაფიშვილმა (პ), ოსეიმ, მექვაბიშვილმა და სხირტლაძემ გამოიჩინეს.


“მინდა, მადლობა გადავუხადო კახი ცხადაძეს, თავის სტაფთან ერთად… კარგი ფეხბურთელები დამხვდნენ და მინდა, რომ შემდეგ მატჩზე, ტორპედოსთან უფრო მეტი გულშემატკივარი გვყავდეს” – გიორგი ჭიაბრიშვილი ნამატჩევს.
ამ გამარჯვებით თბილისურმა „დინამომ“ ბათუმურთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ზღვისპირელები თავიანთ მატჩს დღეს ჩაატარებენ.

დღის დასკვნითი მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის „დილასა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის შედგა.
მე-4 და მე-3 საფეხურზე მყოფ გუნდთა მატჩი ისეთი, გამოდგა, როგორი დაძაბულიც სატურნირო ცხრილია. მატჩის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ, ვაგნერ გონსალვეშის პასით შეაგდო.
ამ გამარჯვებით „დილა“ სამგურალს გაუთანაბრდა, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსის გამო მესამეზე კვლავ წყალტუბოელები არიან.

ტურის დანარჩენი მატჩები დღეს გაიმართება:
„საბურთალო“ – „თელავი“ ; „დინამო“ ბათუმი – „ტორპედო“ ქუთაისი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წვეულება ვეგასში: გრილიშმა თავზე დაიმხო – ფოტოები

ბალაკი გარდაცვლილი შვილის მეგობართან დადის