in

წლის ფეხბურთელი მესი გახდა, მან რონალდოს 0.2%-ით გაასწრო: Goal.com-მა გულშემატკივრების რეიტინგი შეადგინა

პორტალმა Goal.com-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა. ჯილდოს მფლობელი გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა – მათ საუკეთესო პირად დუელში უნდა გამოევლინათ. სულ გამოკითხვაში 14 მილიონი მომხმარებელი მონაწილეობდა.

34 წლის არგენტინელი ლეო მესი Goal.com-ის ვერსიით წლის ფეხბურთელია. საკმაო დრო მასთან ბრძოლაში რონალდო ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს ლეომ სულ მცირედით გადაასწრო კრიშტიანოს – 50.1% აიღო.
მესიმ ლევანდოვსკისთან პარიც მოიგო – 53.3% პოლონელის 46.7%-ის წინააღმდეგ. ამან საშუალება მისცა ლეოს რეიტინგის სათავეში აღმოჩენილიყო.

2021 წელს პსჟ-ს ახალწვეულმა „ბარსელონას“ რიგებში ლა ლიგის ბომბარდირობა მოიგო, მერე „ოქროს ბურთი“ და „ოქროც ბუციც“ აიღო კოპა ამერიკაზე, რომელიც არგენტინამ 1993 წლის შემდეგ როგორც იქნა მოიგო.

Goal.com რეიტინგის სხვა ნიმინანტები:

კრიშტიანო რონალდო, მანჩესტერ იუნაიტედი

რობერტ ლევანდოვსკი, ბაიერნი

მოჰამედ სალაჰი, ლივერპული

კილიან მბაპე, პსჟ

ერლინგ ჰაალანდი, ბორუსია

ქარიმ ბენზემა, რეალი

ნგოლო კანტე, ჩელსი

კევინ დე ბრუინი, სიტი

ნეიმარი, პსჟ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეორე შეხვედრაში საქართველო და რუმინეთი ფრეს დასჯერდნენ

წყევლა: ალჟირმა მეტოქე შავ მაგიაში დაადანაშაულა და წყევლის მოსახსნელად ეკზორცისტი გამოიძახა