in

წლის გუნდი საქართველოს ნაკრებია, ხვიჩა წლის ახალგაზრდა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოკითხვა ჩაატარა და ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენად აღიარეს, ხოლო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის საუკეთესო ქართულ ნაკრებად.

რა შეხსენება უნდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2022 წელს საქართველოს ნაკრებში დიდი როლი ითამაშა, ჩვენმა ნაკრებმა კი 2022 წელს ერთა ლიგა მოიგო და B დივიზიონში დაწინაურდა.
„ნაპოლიში“ გადასული კვარაცხელია კი იტალიური კლუბების მწვრთნელებმა სერია ა-ს პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მხოლოდ ერთი ქულით აჯობა მორაგბეთა ეროვნულ გუნდს, რომელმაც არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის ნაკრებები – ჯერ იტალია, შემდეგ კი უელსი.

ლაშა ტალახაძე წლის სპორტსმენია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას მწვრთნელი გაუშვეს: ვინ შეცვლის გატუზოს

მამარდაშვილი გიგანტია, მაგრამ დაცვა არ უვარგა