in ,

წლევანდელი სეზონით უკმაყოფილო ვარ, მუდამ მაქსიმუმს ვითხოვ: ბუდუ ზივზივაძე

გუშინწინ, უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარი” “პაკშს” დაუპირისპირდა და მიუხედავად ორბურთიანი უპირატესობისა, ფრეს დასჯერდა – 2:2. “ფეჰერვარის” 26 წლის ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა კიდეც. ეს ბუდუსთვის მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლია.

Sport4me.ge ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთში დაუკავშირდა და მასთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.

ბუდუ, უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში თქვენი სტატისტიკა, წინა სეზონისგან განსხვავებით, საკმაოდ მოკრძალებულია. თავად როგორ შეაფასებთ ამ სეზონში თქვენს თამაშს?

წლევანდელ სეზონში ჩემი თამაშით უკმაყოფილო ვარ. მხოლოდ 5 ბურთი მაქვს გატანილი, რაც ფორვარდისთვის არ არის შთამბეჭდავი. წინა სეზონისგან განსხვავებით ნაკლები სათამაშო დროც მაქვს. მსურს მეტი ვითამაშო და პირადი სტატისტიკა გავიუმჯობესო. ამისთვის მეტი შრომაა საჭირო და თავს არ დავზოგავ. საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ.

“ფეჰერვარმა” სეზონი კარგად დაიწყო და თავიდან დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა, მაგრამ ბოლოსკენ ბევრ ქულებს კარგავთ…

სეზონი მართლაც კარგად დავიწყეთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, მაგრამ ზამთრის შესვენების შემდეგ ძალიან ბევრი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ და ფაქტობრივად “ფერენცვაროში” უკვე ჩემპიონია. ამიტომაა ფეხბურთი საინტერესო. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გეგმავ. არა უშავს, ბრძოლა გრძელდება და ახლა ჩვენი მიზანია ევროსარბიელზე გავიდეთ.

დღევანდელი ვითარებით, რა იქნება წლევანდელ სეზონში “ფეჰერვარის” მაქსიმუმი?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამწუხაროდ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ და შესაბამისად ახლა ჩვენთვის პრიორიტეტული თასის გათამაშებაა, რომლის მოგებასაც შევეცდებით. ასევე, გვსურს ევროტურნირების ზონაში მოვხდეთ, რომ მომავალ წელს კონფერენს ლიგაზე ვითამაშოთ.

საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორ ფიქრობთ, მოხვდებით ვილი სინიოლის ფორმაციის ნაკრებში?

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა. იმედია მომეცემა ნაკრებში თამაშის საშუალება. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩემით იქნება თუ ჩემს გარეშე საქართველოს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ.

მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ, უნგრეთში ბუდუმაც გაიტანა

ბუდუ ზივზივაძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არიან ყველაზე ძვირიანები ტოპ ლიგებს მიღმა

ბაიერნი ისევ თავის ადგილს მიუჩენს დორტმუნდს?