in

წელიც ასეთი ამბით უნდა დაიწყოს-ეროვნული ლიგიდან ლა ლიგამდე:მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრია

2020 წელი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ მისი ბოლო საათები ისეთი იყო, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს არასდროს დაგვავიწყდება.

უკვე ოფიციალურად, გიორგი მამარდაშვილი ესპანური “ვალენსიას” ფეხბურთელია. 21 წლის ქართველ მეკარეს “ღამურებმა” 3+1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ქართველი “მესტალიაზე” მინიმუმ 2024 წლამდე დარჩება.

გიორგი მამარდაშვილი, ესპანურ კლუბს გასული წლის ზაფხულში თბილისის “დინამოდან” იჯარის წესით შეუერთდა და “ვალენსიას” ნამდვილ აღმოჩენად იქცა. გიორგიმ “ვალენსიელთა” მაისურით ლა ლიგის პირველ 6 ტურში მიიღო მონაწილეობა და 7 ბურთი გაუშვა. ქართველმა მეკარემ 6 მატჩიდან 2-ში შეძლო კარის მშრალად შენახვა და პირველ ტურში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. “ხეტაფესთან” მის მიერ ბოლო წუთზე განხორციელებული კი, ლა ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო სეივად დასახელდა.

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიამ” თბილისის “დინამოსგან” 850 000 ევროდ გამოისყიდა და სამომავლოდ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში თბილისური კლუბი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს. 2024 წლამდე მამარდაშვილის ესპანური კლუბისგან გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო იქნება.

გიორგი მამარდაშვილი-გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, მეოთხე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ლა ლიგაში თამაშობს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავით ნინიაშვილი საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბეა

პირველი ქართული ლელო 2022 წელს: ლობჟანიძემ გაიბრწყინა