წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფის პირველი მატჩი ძალიან ძლიერ ხორვატიასთან ითამაშა – და 7:13 დამარცხდა.
შესაბამისად, მეოთხედფინალში ხორვატია გავიდა.
საქართველოს ნაკრები კი ბრძოლას მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს.
შეგახსენებთ, ხორვატიას 2012 წლის ოლიმპიადა და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.
პირველ მეოთხედში ასე თუ ისე თანაბარი თამაში გამოვიდა, ხორვატებმა 4:3 მოიგეს, მეორე პერიოდიდან კი დაცვაში ძალიან მედგრად დადგნენ და საქართველოს გოლის გატანა გაუჭირდა. მეოთხე პერიოდში ანგარიშში სხვაობა ორმაგიც კი გახდა (6:12).
მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება, რომელიც აშშ-სთან განადგურდა – 2:24.
მატჩი 29 ივლისს გაიმართება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture43534-1024x649.jpg)
საქართველო – ხორვატია 7:13
2:3, 2:4, 0:3, 3:3
საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე) – ადეიშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (1), ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, სარიჩი (1), იმნაიშვილი, ვაპენსკი (2), ბარალდი (1), ვასიჩი (2).
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture5432545-1024x678.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings