in

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა!

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, IJF-მ მსოლფიო რეიტინგი განაახლა.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 4 მედალია, 1 ოქრო და 3 ბრინჯაო. მსოფლიო ჩემპიონობა -81 კგ წონით კატეგორიაში – ტატო გრიგალაშვილმა იზეიმა, ბრინჯაოს მედლებს კი: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (-90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) დასჯერდნენ.


-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ღირსებას – ლუხუმ ჩხვიმიანი იცავდა, რომელიც უმედლოდ დარჩა. მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩხვიმიანი -60 კგ წონითი კატეგორიის მეხუთე ნომერი იყო, თუმცა განახლებულ რეიტინგში იგი 2 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 2561 ქულით მეშვიდე ნომერია.

ამ წონით კატეგორიაში მეორე ნომერი გახდა ნაოჰისა ტაკატო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული კარიერაში მეოთხედ მოიპოვა. მან 23 პოზიციით წინ წაიწია და 3450 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. პირველი ნომერი კი ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელი – ვეი იანგ იუნგია.

-66 კგ

მსოფლიო ჩემპიონატზე -66 კგ წონით კატეგორიაში მეხუთე ადგილი დაიკავა – ვაჟა მარგველაშვილმა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა რეიტინგში დაწინაურებისთვის. ვაჟა მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი იყო და ახლა 1 პოზიციით დაქვეითდა, შესაბამისად მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და მის ანგარიშზე 3927 სარეიტინგო ქულაა.

მსოფლიოს პირველ ნომრად რჩება მოლდოველი – დენის ვიერუ, რომლემაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 7 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს მეორე ნომერი გახდა იაპონელი – ჰიფუმი აბე.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო რეიტინგის პირველობა დაკარგა – ლაშა შავდათუაშვილმა. შავიმ პირველი პოზიციიდან მეორეზე გადაინაცვლა, მის ანგარიშზე 6377 სარეიტინგო ქულაა.

პირველ ადგილზე გადავიდა, მონღოლი – ცონგბაატარ ცენდ-ოჩირი, რომელმაც უზბეკეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

-81 კგ

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც არ დაგვიტოვებია ოქროს მედლის გარეშე. ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილის ანგარიშზეა, რომელიც -81 კგ წონით კატეგორიას 2021 წლის დეკემბრიდან ლიდერობს, თუმცა ახლა მოპოვებული ოქროს მედლით, ქართველმა ფალავანმა მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი გაიმყარა და მეორე ადგილზე მყოფ ბელგიელ – მატიას კასეს 309 ქულით აჯობა. ტატოს ანგარიშზე 7596 სარეიტინგო ქულაა.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში კი ორივე ქართველი ძიუდოისტი – ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური დაწინაურდნენმსოფლიო ჩემპიონატზე ორივე მათგანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ლუკა მაისურაძე მეშვიდე ადგილიდან მეხუთე ადგილზე აღზევდა და მის ანგარიშზე 3725 სარეიტინგო ქულაა, რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს, ქართველი ფალავანი მე-10 ადგილიდან სამი პოზიციით დაწინაურდა და მეშვიდეზე გადავიდა. მის ანგარიშზე კი 3500 სარეიტინგო ქულაა.

ამ წონით კატეგორიაში მეორე პოზიციაზე იმყოდებოდა ბექა ღვინიაშვილი, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ჭიდაობის გამო მან 2 სარეიტინგო პოზიცია დაკარგა და მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. ბექას ანგარიშზე 4195 ქულაა.

ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია, როდესაც -90 კგ წონით კატეგორიის საუკეთესო ათეულში 3 ქართველს ვხვდებით.

-100 კგ

მსოფლიო ჩემპიონატზე, -100 კგ წონით კატეგორიაში – ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ იასპარეზეს.

ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა, ვარლამ ლიპარტელიანი კი შეჯიბრს მეორე ეტაპიდან გამოეთიშა.

მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა ილია სულამანიძე და ახლა იგი 3792 სარეიტინგო ქულით რეიტინგის მეხუთე ნომერია.

1 პოზიციით დაქვეითდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მეათე ნომერი გახდა (3243 ქულა).

+100 კგ

+100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გურამ თუშიშვილმა, თუმცა რეიტინგში მისი პოზიცია უცვლელია. გურამი კვლავ ვრჩება მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრად (4689 ქულა).

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ წონით კატეგორიაში მეექვსე ნომერი – გელა ზაალიშვილია, რომლის ანგარიშზეც 3366 სარეიტინგო ქულაა.

-57 კგ

სამწუხაროდ -57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა – ეთერ ლიპარტელიანმა, რაც მსოფლიო რეიტინგზე აისახა.

ეთერი მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით დაქვეითდა და ახლა იგი მეოთხე ნომერია. მის ანგარიშზე 4252 სარეიტინგო ქულაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვე შესანიშნავ ფორმაშია! – მორიგი ასისტი

ეს ჩემს მრწამსს ეწინააღმდეგება და ლგბტ სამკლავურს არ გავიკეთებ! – ფეიენოორდის კაპიტანი