in

ძალიან ბანალურად აუვარდა თავში, ასე როგორ უნდა იქცეოდე: კვარაცხელიამ ვერცხლის მედალი არ იკადრა და მოიშორა

„ნაპოლიმ“ იტალიის სუპერთასი წააგო. მე-60 წუთიდან კაცნაკლულმა ნეაპოლელებმა ბოლოს მაინც ვეღარ გაუძლეს „ინტერის“ შეტევებს და მსაჯის მიერ წამატებულ დროში ლაუტარო მარტინესისგან გადამწყვეტი ბურთი გაუშვეს. ამ დროს კვარაცხელია მოედანზე აღარ იყო, ის 70-ე წუთზე შეცვალეს.

ხვიჩა სუპერთასს ვერ შესწვდა: ინტერმა ზედიზედ მესამედ მოიგო – კვარას შანსი ჰქონდა

მიუხედავად ამისა, ქართველი მატჩის შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა. დაჯილდოების ცერემონიაზე ტრადიციულად, ჯერ დამარცხებული გუნდის წევრებს უხმეს და ვერცხლის მედლები გადასცეს. სწორედ აქ მიიპყრო კვარაცხელიამ ყურადღება. ქართველმა ფეხბურთელმა ჩამოკიდეს თუ არა მედალი, მაშინვე მოიხსნა.

ხვიჩას ასეთ საქციელს მაინც და მაინც დადებითი შეფასებები არ მოჰყოლია, მათ შორის ქართველ გულშემატკივრებში და სოცქსელებში კრიტიკული შეფასებებია. აი ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარი:

„ძალიან ბანალურად და გრუზინულად აუვარდა თავში, რამაც ამ სამარცხვინო საქციელამდე მიიყვანა. ჯერ რა გითამაშია, 1 სეზონი, უმაგრესი და დაუვიწყარი, რის გამოც, იმ ხალხმა, იმ ლიგამ, იმ გულშემატკივარმა ზეცაში აგიყვანა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 1 სეზონი.
და რანაირად პოულობს ამხელა გონორს, ამპარტავნებას, ტურნირისადმი ასეთ უპატივცემულობას, რომ ვერცხლის მედალს კისერზე არ იჩერებს?!
გუარდიოლამ ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომ წააგო, ვერცხლის მედალი კი არ მოიხსნა, ამაყად გულზე დაიკიდა და აკოცა. გუარდიოლამ, რომელსაც საკლუბო ფეხბურთში აბსოლუტურად ყველაფერი აქვს მოგებული, ტიტულების ასივე პროცენტი.
ეს საქციელი, ვერცხლის მედლის მოშორება, თუ სწორად მახსოვს, მათეუსმა და ბაიერნის სხვა რამდენიმე ფეხბურთელმა მოიგონეს, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალი დამატებით წუთებზე წააგეს მანჩესტერთან. ტიტული მათი ეგონათ, როცა შერინგემმა და სოლსკიაერმა მოგება ხელიდან გამოგლიჯეს.
ამით შოკირებულმა მათეუსმა ვერცხლის მედალი მოიხსნა, რაც მისთვისაც კი ცუდი საქციელია, მაგრამ ის მათეუსია, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა!
და შენ, გუშინწინ რუბინიდან გადმოსული და მამუკა ჯუღელის პატრონი, ასე სამარცხვინოდ მართლა როგორ უნდა იქცეოდე? ეს როგორ უნდა აკადრო ან შენ თავს, ან გულშემატკივარს, ან ტიტულს, ან იმ გზას და შრომას, რომელმაც ფინალამდე მიგიყვანა?
გუარდიოლამ ზუსტად ეს თქვა, ყველა ცოდავს, ვინც ვერცხლის მედალს არ აფასებს. მას უზარმაზარი ფასი აქვს, ის დიდი მიღწევაა, რამდენი შრომა გაიღო უამრავმა გუნდმა, მაგრამ ფინალში მხოლოდ ორი გადისო.
თუ ასე გააგრძელებს, ზუსტად ის შედეგი ექნება მომავალშიც, რაც დღეს აქვს“.

კიდევ ერთი, რაც იტალიელ ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ. ეს გახლავთ ქართველის ჟესტი სუპერთასის ფინალური სასტვენის შემდეგ. „კალჩონაპოლის“ პირდაპირ უწერია: „ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას მნიშვნელოვანი ჟესტი სუპერთასის მატჩის საფინალო სასტვენზე“.

What do you think?

-6 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა სუპერთასს ვერ შესწვდა: ინტერმა ზედიზედ მესამედ მოიგო – კვარას შანსი ჰქონდა

კვარაცხელიას 7 მატჩია შედეგიანი მოქმედება არ აქვს, 12 მატჩში კი 1 გოლი გაიტანა