in

ცხვირის თუ ფრჩხილების გამო თამაშგარე აღარ იქნება: პრემიერლიგა ოფსაიდის განსაზღვრებას ცვლის

ინგლისის პრემიერლიგის ახალ სეზონზე თამაშგარეს განსაზღვრებას ვიდეოგამეორების დახმარებით შეცვლიან. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერლიგის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკლ რაილიმ გაავრცელა.

„ჩვენ გვინდა დავნერგოთ მიდგომა, რომელიც მოთამაშეს საშუალებას მისცემს, გავიდეს მოედანზე და თავისი შესაძლებლობები ისე გამოავლინოს, რომ თამაშის მსვლელობას ხელი არ შეეშალოს.
ეს ნიშნავს იმას, რომ უმნიშვნელო დარღვევების დროს ვიდეოგამეორებას აღარ გამოვიყენებთ, მსაჯების ჩარევაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება საჭირო.
მოთამაშეს თავდასხმის უპირატესობა მივეცით. ოფსაიდის დროს პროცესი ისეთივე იქნება, როგორც გასულ წელს, თუმცა ხაზები უფრო მეტად გამოიკვეთება.
შეიძლება ითქვას, რომ დავაბრუნეთ 20 გოლი, რომელიც გასულ სეზონზე ოფსაიდის გამო გაუქმდა.
ასე რომ, ფეხბურთელების ფრჩხილებისა თუ ცხვირების გამო თამაშგარე მდგომარეობა აღარ იქნება“.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0