in

ცოტაც და… როდის იტყვის სანიოლი საევროპო შემადგენლობას

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი არ დარჩა. ევროპაში ჩემპიონატები მთავრდება, ფეხბურთელებს დასვენება ალბათ არ მოუწევთ და პირდაპირ სანაკრებოდ წავლენ, რადგან ევროზე მონაწილეებს სპარინგებიც სათამაშო აქვთ.
ზოგიერთმა ნაკრებმა, მათ შორის ტოპებმა, უკვე ჩამოწერა საევროპო განაცხადები.

ცხადია ჩვენი ყურადღება მიპყრობილია ვილი სანიოლისკენ, თუ როდის დაასახელებს შემადგენლობას. შეგახსენებთ, უეფამ დაუშვა, რომ 23-ნაცვლად განაცხადში შეიძლება 26 ფეხბურთელის შეყვანა (თუმცა სავალდებულო არ არის).

ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი საბოლოო შემადგენლობას მომდევნო კვირაში დაასახელებს.

შემადგენლობის მარჩიელობა არ ღირს, თუმცა ალბათ თავისუფლად შეიძლება თქმა, რომ სანიოლი დიდ ცვლილებებს და სენსაციებს არ შემოგვთავაზებს და ძირითადად უკვე ნაცად შემადგენლობას დაეყრდნობა, ვისაც ისედაც იძახებდა შესარჩევებში და იცნობს.
კითხვა ალბათ ორ-სამ პოზიციას თუ ეხება.

და მაინც, თუ მცირე პროგნოზს გავაკეთებთ…

მეკარეები ალბათ იქნებიან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველებიდან უნდა მოხვდნენ: გურამ კაშია, ლაშა დვალი, საბა კვირკველია, ლუკა ლოჩოშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კაკაბაძე…
საბა საზონოვი, გიორგი გველესიანი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი – ვნახოთ აბა ამათზე რას იტყვის სანიოლი.

ნახევარმცველებიდან უთუოდ იქნებიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი… ასევე ალბათ შეიყვანენ დაბრუნებულ ჯაბა კანკავას და ველოდებით ვლადიმერ მამუჩაშვილის, სანდრო ალთუნაშვილსა და საბა ლობჟანიძეს.
აქვე არ დაგვავიწყდეს გიორგი აბურჯანია, რომელსაც ბოლოს აღარ, მაგრამ სანიოლი რეგულარულად იძახებდა და ათამაშებდა კიდეც.

თავდასხმაში კი დიდი არჩევანი არც გვაქვს, სულ სამი კაცია: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. შემდეგ კი ჩეხეთია და პორტუგალია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სულ ქალაქელები: ინგლისში წლის ფეხბურთელი ფოდენია – სიმბოლურ ნაკრებში ჰოლანდი ვერ მოხვდა

ვირტუსი ტორტონასთან დამარცხდა და სერიის გამარჯვებულს მე-5 მატჩი გადაწყვეტს