უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების განრიგი გამოაქვეყნა.
„სიტი“ პირველ მატჩს შინ, „ეტიჰადზე“ გამართავს „რეალთან“ 26 აპრილს. განმეორებითი შეხვედრა მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 4 მაისს ჩატარდება.
„ლივერპულისა“ და „ვილიარეალის“ პირველი დაპირისპირება 27 აპრილს შედგება „ენფილდზე“. განმეორებითი თამაში 3 მაისს დაინიშნა.
ყველა მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ფინალი 28 მაისს პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings