in ,

ჩისკო კვიპროსში?

კვიპროსული პრესის ინფორმაციით, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ესპანელი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი “ანორთოსისს” ჩაიბარებს.

ფამაგუსტური გუნდის ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიას შემცვლელი სლოვენიელი დარკო მილანიჩის მუშაობით უკმაყოფილოა და მას მალე გაათავისუფლებს.

ჩისკო უკვე კვიპროსზე იმყოფება, ის გუშინ “ანორთოსისის” მატჩსაც დაესწრო, სადაც ქართველების გუნდი ლარნაკის “აეკთან” 0:4 განადგურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და ესპანელსაც მალე წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისის” ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი – გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე იცავს.

ჩისკო ადრე თბილისის “დინამოს”, “უოტფორდსა” და “უესკას” ავარჯიშებდა…

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

18 წლამდელებმა ჩეხეთი წალეკეს

სფფ: მოთამაშეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტია