in

ჩვენ ბევრად უკეთესები ვიყავით: ლუის ენრიკე ფეხბურთის უსამართლობაზე დარდობს

პსჟ-მა დასანანი მარცხი იწვნია ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულისგან“, რომელიც პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა და საერთოდ წაგებას ნაღდად არ იმსახურებდა. მატჩის შემდეგ ცხადია გაწბილებული იყო პარიზელთა მწვრთნელი.

ლუის ენრიკე:

„ვამაყობთ ჩვენი ფეხბურთელებით, ჩვენი თამაშით, ჩვენი გულშემატკივრებით…

მეტს ვიმსახურებდით, ჩვენ ბევრად უკეთესები ვიყავით. სრულად ვდომინირებდით. უფრო მეტი მომენტი შევქმენით და ერთ-ერთ გრანდთან სრულყოფილი თამაში ვაჩვენეთ. მაგრამ შედეგი ძალიან უსამართლოა, ასეა, ფეხბურთი ზოგჯერ სამართლიანი არ არის.
თუმცა მათ გაიმარჯვეს. მე ნეგატიურ მომენტებს ვერ ვხედავ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

ახლა უნდა ჩავიდეთ ლივერპულში და გულშემატკივრები გავახაროთ.
რა თქმა უნდა, “ენფილდი” რთული ადგილია, მაგრამ ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს. დასაკარგი არაფერი გვაქვს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფავორიტებმა მოიგეს – ჩემპიონთა ლიგა

გაუქმებულმა გოლმა გული ძალიან დამწყვიტა: კვარა ენფილდზეც ასეთ თამაშს აპირებს