in ,

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი: სუპერ მატჩი აიბროქსზე და ხოჭოლავა ერთ ნაბიჯში ჯგუფურ ეტაპამდე

გუშინ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა.

მოკლედ გეტყვით, რომ ნორვეგიულმა „ბოდო გლიმტმა“ 1:0 დაამარცხა „დინამო ზაგრები“. მოკლედ იმიტომ, რომ აქ არც ქართველი თამაშობს და მატჩის აფიშაც სტანდარტულია.

„კოპენჰაგენი“ 2:1 „ტრაბზონსპორი“. ეს სხვა შემთხვევაა. გუშინ, დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და მშვენიერი შთაბეჭდილებაც დატოვა. დანიელები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა თურქეთის ჩემპიონმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოახერხა. სახსენებელია, რომ დავითს მხარი ჰქონდა ამოვარდნილი და მისი თამაში სათუო იყო, თუმცა შეუცვლელად ითამაშა და ერთი ნაბიჯიღა დარჩა ჯგუფურ ეტაპამდე.

დღის და, ალბათ, პლეი ოფის ეტაპის მთავარი შეხვედრა კი აიიბროქსზე გაიმართა. „რეინჯერსი“ „პსვ ეინდჰოვენის“ წინააღმდეგ. ატმოსფერო იდეალური, თავსხმა წვიმა და გადასარევი მატჩი ორივე გუნდის შესრულებით. პირველ ტაიმში სტუმართა კუთხურს პროტესტანტების არეულობა მოჰყვა და იბრაჰიმა სანგარემ ანგარიში გახსნა.

ზუსტად 3 წუთში, ჯეიმს ჰენრი ტავერნიერს მახვილგონივრული პასი ანტონიო ჩოლაკმა გადაახურდავა გოლში. მეორე ტაიმში ტომ ლოურენსმა 28 მეტრიდან გაისროლა, წვიმის ფონზე ბურთმა გვარიანად მოუხვია და მიწიდან ასხლეტილი მეკარე ბენიტესს მიუვიდა, თუმცა არგენტინელმა ხელებში დაჭერა სცადა და უხეში შეცდომაც დაუშვა- 2:1.

ამის შემდეგ „პსვ“-მ კიდევ ერთხელ მოაწოდა კუთხური და 2:2. საბრძოლო შედეგი და ყველაფერი 1 კვირაში გადაწყდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0