in

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ტურის საუკეთესო პერფორმანსში ხვიჩა შეიყვანა!

გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ არაერთი საფეხბურთო ექსპერტის შეფასებით, კვარაცხელიამ “ბოლონიასთან” ნეაპოლური კარიერის საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა.

გამარჯვების გოლისას ასისტი, 5 წარმატებული დრიბლინგი, 4 დარტყმა, 7 გამამწვავებელი პასი და აწიოკებული შეტევის მარცხენა ფლანგი!

ჰოდა, ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა თვითერ გვერდმა მისი პერფორმანსი ტურის ტოპ 4 ში მოახვედრა და მინი გამოკითხვაც შემოგვთავაზა.

კვარას კი ისეთი კონკურენტები შეხვდა, ამ სიაში მოხვედრაც უდიდესი მოვლენაა, ოღონდ ამ შემთხვევაში, იგულისხმება, ამ ტურის პერფორმანსი და არა ის, რომ ზოგადად სალაჰისა თუ ვალვერდეს გვერდით აღმოჩნდა.

მაგალითისთვის, მოჰამედ სალაჰმა “მანჩესტერ სიტის” საოცარი გოლი გაუტანა და პეპის ძალმოსილი გუნდის დამმარცხებელი გოლი შეაგდო.

რაც შეეხება კეპას, ესპანელ მეკარეს “ბრენტფორდთან” შთამბეჭდავი მატჩი ჰქონდა. მხოლოდ პირველ ტაიმში მის ანგარიშზე 6 სეივი იყო და ექსპერტთა შეფასებით, ასეთი ტაიმი ბევრ მეკარეს კარიერაში არ ჰქონია.

ფედე ვალვერდემ კი “ელ კლასიკო” უმაღლეს დონეზე ჩაატარა – გოლიც გაიტანა და “ბარსას” მცველებს სისხლიც გაუშრო. ჰოდა, ასეთ სიაში მოხვედრა კვარაცხელიას პერფორმანსს ერთი-ორად ამაღლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე და დავითაშვილი კვლავ ძირითადში იყვნენ!

კურტუა: როდესაც სიტი საუკეთესო გუნდად დასახელდა სიცილს ვერ ვიკავებდით