in ,

ჩავი საბავშვო ბაღით იწყებს – XIV ტური

ჩავი დაბრუნდა – ესპანეთში მთავარი ამბავი “ბარსელონას” ლეგენდის მწვრთნელად დაბრუნება იყო. ვერ არის ეს “ბარსელონა” დიდი გუნდი და საოცრება სადებიუტო შეხვედრაში ვერ მოხდებოდა, მაგრამ წარმატებული დებიუტი მაინც კარგი რამეა. ჩავიმ სასტარტოში 17 წლის ფორვარდი ახომაში დააყენა. მის გარდა სასტარტოში იყო ნიკო, შეცვლაზე კი შევიდნენ ეზალზული და დემირი. საბავშო ბაღი და ახალი გუნდია.

“რეალი გადავიდა ერთპიროვნულ პირველ ადგილზე. 67-ე წუთზე “გრანადას” ფეხბურთელს მონჩუს წითელი ბარათი აჩვენეს, ამაზე მწვრთნელი გამწარდა, მორენომ იმდენი იყვირა, რომ მასაც წითელი აუნთეს და მიაბრძანეს.

This image has an empty alt attribute; its file name is HE26516Thumb7-1024x484.jpg


“რეალის” პირველობა კი “სევილიას” და “სოსიედადის” საშინაო ფრეებმა განაპირობა. “სევილია” აგებდა და რაკიტიჩმა მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაათანაბრა, ხოლო სან სებასტიანელებმა “ვალენსია” ვერ გატეხეს.
მომდევნო ტურში “რეალი” “სევილიას” მიიღებს.

აი “ატლეტიკომ” კი ისევ ბოლოსკენ გაიტანა, ფელიპეს გოლმა 87-ე წუთზე მოუტანა გამარჯვება და უკვე მერამდენედ გაიარა ბეწვის ხიდზე ჩემპიონობის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა.

კიდევ ერთმა მადრიდულმა გუნდმა “ხეტაფემ” ბოლო სამ თამაშში ორი მოიგო და ჯერ კი რჩება გასავარდნ ზონაში, მაგრამ შანსი და იმედი გაიჩინა რომ ამოძვრება.

“რეალმა” ბოლო 5-დან 4 მატჩი მოიგო და 1 ფრედ ითამაშა.

“რეალმა” ჩემპიონატის მატჩი “გრანადას” ზედიზედ მე-12-ედ მოუგო. უკეთესი სერია “სამეფო კლუბს” მარტო “რაიო ვალეკანოსთან” (17) და “სოსიედადთან” (13) ჰქონდა.

ტონი კროოსის ანგარიშზე ლა ლიგაში 57 საგოლე პასია. 2014 წლის შემდეგ (რაც კროოსი ესპანეთშია) მასზე მეტი ასისტი მესის (98), სუარესს (73) და ბენზემას (62) აქვთ.

ვინისიუსი ესპანეთში ერთადერთია, რომელიც 2000-იან წლებში დაიბადა და ერთ სეზონში 10+ გოლი აქვს (ყველა შეჯიბრში).

დეპაის და ოიარსაბალის გოლებმა 7-7 ქულა მუტანეს „ბარსას“ და „სოსიედადს“. ეს ყველაზე მეტია ლა ლიგაში.

ჩავი: „ბარსას“ წინ ბევრი სამუშაო აქვს. ჩვენ უკეთესად ვითამაშებთ და შევუტევთ“.

ლა ლიგა – XIV ტური

ლევანტე – ბილბაო 0:0
სელტა – ვილიარეალი 1:1
სევილია – ალავესი 2:2
ატლეტიკო – ოსასუნა 1:0
ბარსელონა – ესპანიოლი 1:0
ხეტაფე – კადისი 4:0
გრანადა – რეალი 1:4
ელჩე – ბეტისი 0:3
სოსიედადი – ვალენსია 0:0

ორშაბათი, 22 ნოემბერი
რაიო ვალეკანო – მალიორკა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღე უკანასკნელი, დღე პირველი – XII ტური

იტალიაში დაუმარცხებელი არავინაა: პენალტუკები და ჟოზეს დათარსვა – XIII ტური