in

ჩავი: მზად ვარ ამ გამოწვევისთვის – ბარსამ ლეგენდა მწვრთნელად წარადგინა

უკვე ოფიციალურად: ჩავი ერნანდესი კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელია. კლუბის ლეგენდის პრეზენტაცია “კამპ ნოუზე” დღეს გაიმართა. ხავის სიტყვები “ბარსას” გულშემატკივრებისთვის საკმაოდ ემოციური იყო. მან აღნიშნა, რომ “ბარსელონა” დიდი კლუბია და მან კიდევ ბევრი ტიტული უნდა მოიგოს.

“დიდი მადლობა ყველას. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი ვართ. “ბარსას” ისეთი ისტორია აქვს, რომ ამ კლუბისთვის ფრე და მარცხი დაუშვებელია. ჩვენ, ყოველთვის მოგებისთვის და ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოდეთ. ვეცდები კლუბს დავეხმარო და ფეხბურთელებს ჩემი გამოცდილება გადავცე. მზად ვარ ამ რთული გამოწვევისთვის. დიდი მადლობა გულშემატკივარს ამ დიდი სიყვარულისთვის და სამაგიეროს საქმით გადაგიხდით. “ბარსა” ტიტულებს უნდა იგებდეს”, – თქვა ჩავიმ.

ჩავი კატალონიური კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა და 767 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა.

კონტრაქტის მიხედვით ჩავი “ბარსელონაში” 2024 წლამდე იმუშავებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი მიქაუტაძე: ზლატანი ჩვენ მცველებს შეურაცხყოფას აყენებდა და დიდებულ იბრაზე საუბრობდა

არასრულ ერთ დღეში: ყველა ბილეთი გაყიდულია