in ,

შოთა არველაძე: მქონდა საინტერესო ვარიანტები, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ თავისუფალი ვარ

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, რომელიც ტაშკენტის “ფახთაქორიდან” წამოსვლის შემდეგ, ჯერაც უმუშევრადაა, საკუთარ მომავალ უზბეკურ მედიასთან ისაუბრა.

“ტყუილია, რომ ტაშკენტის “ფახთაქორს” ჩემი დაბრუნება სურდა და ასევე არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მიწვევდნენ. შემოთავაზებები ნამდვილად იყო თურქული, ნიდერლანდური გუნდებიდან, მაგრამ რამდენიმეს თავიდანვე ვუთხარი უარი, რამდენიმეში სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ მოლაპარაკებების ფინალურ სტადიაზე ვერ მივდიოდით. მათ ჩემი პირობები არ მოსწონდათ.

ამჯერად, სტამბოლში ვარ ოჯახთან ერთად, თბილისშიც ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ, ამ ეტაპზე სტაბილური საცხოვრებელი ადგილი სტამბოლში მაქვს”, – თქვა შოთა არველაძემ.

არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორში” 2017-2020 წლებში მუშაობდა და კლუბს ჯამში 5 ტიტული მოაგებინა. მანამდე ქართველი სპეციალისტი თურქულ გუნდებს: “ქაისერისპორს”, “ქასიმპაშასა” და “ტრაბზონსპორს”, ასევე თელავივის “მაქაბის” წვრთნიდა.

'იყო ვარიანტები ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან' - შოთა არველაძე თავის მომავალზე

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს ძალიან სასაცილოა, ჩემი შვილიშვილი ჯერ კიდევ მაშინ იყო მესიზე მაღალი: რონალდოს დედამ 2017 გაიხსენა

მერაბ დვალიშვილი: მორაესს პატივს ვცემ, ის შესანიშნავი სტრაიკერია, მაგრამ მე ჩემი უპირატესობა მაქვს