გიორგი შერმადინს ჩემპიონთა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. თუ ჩვენიანი მსაჯების მიმართ უპატივცემულობას კიდევ გამოხატავს, მაშინ ორი მატჩის გამოტოვება და ჯარიმის გადახდა მოუწევს.
თუმცა, ჯარიმა ახლაც არის გადასახდელი: 10 ათასი ევრო.
საუბარია 5 თებერვალს „მანრესასთან“ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტზე. გიორგი მსაჯების გადაწყვეტილებით დარჩა უკმაყოფილო, ემოციები ვერ შეიკავა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს. მისი ახალი გუნდია „ალ ნასრი“.
დუდას ბოლო კლუბი ბერძნული „ლამია“ იყო, „ალ ნასრი“ კი მის კარიერაში მეთოთხმეტე გუნდი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings