in

შერმადინის 7 ქულა და ტენერიფეს მე-3 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტოპ 16-ის მესამე ტურში ტენერიფელებმა თურქულ ალიაღა პეტკიმს უმასპინძლეს და 90:83 დაამარცხეს.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24:20 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფეს 15 ქულით თომას სკრაბმა ულიდერა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. ტენერიფე 3-დან 3 მოგებით K ჯგუფს ლიდერობს. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გადის. 8 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში დაწყვილდება და 4 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც 4-თა ფინალს ითამაშებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ხდება მამარდაზე: ენფილდზე ინტრიგა მწიფდება…

პირველი მადრიდული რეალისაა და ინგლისური წარმატება – ჩემპიონთა ლიგა