in

შერმადინის 12 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება კანარულ დერბიში

გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში კანარულ დერბიში ტენერიფე სტუმრად შეხვდა გრან კანარიას და დაძაბულ ბრძოლაში – 70:67 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა, 4 ოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. შერმადინმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მასზე მეურვეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ტენერიფელთაგან 14 ქულით ბომბარდირი ჯოან სასტრე გახდა, ბრუნო ფიტიპალდოს ანგარიშზე კი ქართველის დარად 12 ქულა დაგროვდა. 13 მოგებითა და 5 მარცხით ტენერიფე მე-4 ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება 1-3 ადგილებზე თანაბარი ქულებით მყოფ ტრიოს – რეალს, ვალენსიას და უნიკახას. რაც შეეხება ბარსელონას, კატალონიური გუნდი 9 მოგებითა და 8 მარცხით შეუფერებლად დაბლა – მე-8 ადგილზეა.

შემდეგ ტურში ტენერიფე ბრეოგანს უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის რეალთან

მიქაუტაძემ ისევ შეცვლაზე ითამაშა, ლიონმა ბოლო წუთზე გაუშვა მოგება