in

შენგელია All Star-ში სტატუსიდან გამომდინარე უნდა მოხვდეს: რუსული ვებგვერდი

20 თებერვალს, VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართება. All Star-ის მონაწილეობი გამოკითხვის შედეგად შეირჩევა, რომელშიც მონაწილეობას გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები იღებენ.

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია უცხოელ კალათბურთელებს შორის მეორე ადგილზეა.

რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა Championat.com-მა იმ კალათბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც All Star-ში აუცილებლად უნდა მოხვდნენ და მათ შორის თორნიკეცაა.

“თორნიკე შენგელია VTB ლიგის კალათბურთელებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია იმით, რომ წლებია ევროპულ კალათბურთში დომინირებს. წლევანდელ სეზონის სტატისტიკას რომ.შევხედოთ, ეს გამორჩეული ნამდვილად არაა, მაგრამ შენგელია ყველა ვარსკვლავის მატჩში მოხვედრას მისი სტატუსიდან გამომდინარე იმსახურებს”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამხრეთ აფრიკულ ქარი ქაფზე შავი ლომის მეტოქეები ცნობილია

აგერ ნახეთ მბაპე რეალში მოვა, თუ არადა სამსახურიდან წავალ