თორნიკე შენგელია იტალიის სერია ა-ს ფინალშია და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა “ვირტუსმა” ნახევარფინალური სერიაში “ტორტონას” მე-3 მატჩიც მოუგო და ფინალში გავიდა. სერჯო სკარიოლოს გუნდი სერიას 2:0-ს იგებდა და, ამჯერად, გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვა და ძალების აღდგენის მეტოქეზე მეტი დრო ექნება.
ბოლონიელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, რომელიც 16 ქულით მოიგეს და მიუხედავად იმისა, რომ მე-2 ნახევარში ორივე პერიოდი წააგეს (ერთნაირი ანგარიშით 15:18), გამარჯვება არ გასჭირვებიათ – 77:69. თორნიკე შენგელია თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მან 10-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. როცა შენგელია პარკეტზე იყო, მის გუნდს +14 ქულა ჰქონდა მეტოქესთან შედარებით.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/3385170-69183668-2560-1440-1024x576.jpg)
“ვირტუსი” ახლა ფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც “სასარისა” და “მილანის” წყვილში გაირკვევა. ფავორიტი ცხადია “მილანია”, რომელიც სერიას დამაჯერებლად, 2:0-ს იგებს, მე-3 მატჩი დღეს, 1-ელ ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ და “ვირტუსმა” ამ სეზონში ერთი ტიტული უკვე მოიგეს – ევროთასი და გუნდმა მომდევნო სეზონში ევროლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings