იტალიის სერია A-ს ფინალში გასვლა გადაედო თორნიკე შენგელიას. მისმა “ვირტუს ბოლონიამ” ვენეციაში დაძაბულ ბრძოლაში – 73:78 წააგო მასპინძლებთან და სერიაში ანგარიში 2:1 გახდა. ბოლონიელებს რომ მოეგოთ, ფინალში გადიოდნენ, თუმცა ვენეციამ უძლიერესი მეორე ნახევარი ჩაატარა და შანსი შეინარჩუნა.
ვირტუსმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ ძალიან ცუდი მესამე მეოთხედის შემდეგ (10:21), მასპინძლებს მატჩის ბედის მათთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის საშუალება მაინც მისცა.
ქართველმა ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 21 წუთში კი 17 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შენგელია, რომელმაც ორივე სამქულიანი, 6-იდან 4 ორქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო, თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი, პლუს-მინუს კოეფიციენტით კი მოედანზე სულაც საუკეთესო იყო – 25. თორნიკეს პასივში 5 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლია.
მასპინძელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ამერიკელმა ჯორდან პარკსმა შეიტანა, რომელმაც თამაში 19 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. გიგა ჯანელიძე ვენეციას განაცხადში იყო, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
სერიის მეოთხე თამაში 31 მაისს, კვლავაც ვენეციაში გაიმართება. მეორე ნახევარფინალში კი ოლიმპია მილანო და ბრეშა იბრძვიან. ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ მილანელები სერიას 2:0-ს იგებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings