in

შენგელიას 15 ქულა და გამარჯვება უშუალო კონკურენტთან

ნაკრებში, დანიასთან ჩატარებული სუპერმატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში ითამაშა. მისმა ვირტუსმა ბოლონიაში პრინციპულ მეტოქეს, ოლიმპია მილანოს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 86:80 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა – 19 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3-ქულიანი არ უსვრია.

ვირტუს ბოლონია სერია A-ს 15 მოგებით და 5 წაგებით ტრენტოსა და ბრეშასთან ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 10 მარტს, სწორედ ტრენტოს წინააღმდეგ ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთში ახალი წესები დამტკიცებულია, თამაშგარისთვის დამატებითი ტესტირება იგეგმება…

ლივერპულში ძალიან მოსწონთ… ხარებაშვილი