in

შეთანხმებული მესი წუთი წუთზე გააფორმებს კონტრაქტს, სიტი გრილიშის გამო რეკორდზე მიდის: სატრანსფერო ამბები

სატრანსფერო ციებ-ცხელება გრძელდება. კლუბები დაწყებული გარიგებების ბოლოდე მიყვანას ცდილობენ, ზოგს უკვე გამოუვიდა, ზოგი აწი იწყებს. რაღაცეები უკვე შედგა. გადავხედოთ ბოლო ამბებს.

ინგლისი

„სიტი“ მაქსიმალურად მიუახლოვდა სარეკორდო გარიგებას – 100 მლნ ფუნტი „ასტონ ვილას“ ნახევარმცველ ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ.

„ლივერპულმა“ და მეკარე ალისონმა ახალ, გრძელვადიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს. 28 წლის ბრაზილიელმა ინგლისურ კლუბში 3 სეზონი უკვე ითამაშა და კიდევ 2027 წლამდე დარჩება.

ფორვარდმა დენი ინგსმა დატოვა „საუთჰემპტონი“ და „ასტონ ვილაში“ ითამაშებს.

რომელუ ლუკაკუმ „ჩელსისთან“ წლიური 15 მილიონიანი ხელფასი შეათანხმა და კლუბში ყველაზე მეტს იშოვის. ახლა მთავარია ის „ინტერმა“ გაუშვას.

გერმანია

„ბაიერნმა“ გამოაცხადა 20 წლის თავდასმხმელის ჯოშუა ზირკზეეს „ანდერლეხტში“ იჯარით გადასვლის თაობაზე.

„ბაიერნმა“ და ჯოშუა კიმიხმა 2026 წლამდე გააგრძელეს თანამშრომლობა. მარტო ლევანდოვსკი მიიღებს მასზე მეტ ჯამაგირს.

„ლაიპიციგი არ აპირებს მარსელ ზაბიტცერის ძალით დატოვებას, რომელიც „ბაიერნს“ უნდა. მასში 15-18 მილიონ ევროს ითხოვენ.

ესპანეთი

6-გზის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლეო მესი უახლოეს ხანში მოაწერს „ბარსელონასთან’ კონტრაქტს ხელს. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. მესი კატალონიაშია.

მსოფლიოში

ერედივიზიონის ბომბარდირი მირონ ბოადუ 5 წლით „ალკმაარიდან“ „მონაკოში“ გადავიდა.

პსჟ-სა და პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე მარცინ ბულკა კარიერას ალბათ „ნიცაში“ გააგრძელებს.

ნიდერლანდების ნაკრების მეკარე მარკო ბიზოტი „ალკმაარიდან“ „ბრესტში“ წავიდა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0