კიდევ ერთი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ესპანეთში გიორგი შერმადინმა. ქართველი ცენტრის “ტენერიფე” ლიგა ენდესას მეორე ტურში “უნიკახა” დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 87:82 დაამარცხა. შეგახსენებთ, შერმადინი “უნიკახას” რიგებში 2017-19 წლებში თამაშობდა.
“შერმინატორი” სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 28:50 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გიორგიმ 19 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 10-დან 7 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მის წინააღმდეგ კი, მეტოქე გუნდის კალათბურთელები 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი +22 იყო.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FAAYuBEVIAcNhp0.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings