in

ყოველთვის საუკეთესოები არ იმარჯვებენ: მესი ოქროს ბურთზე, სტვენაზე, ფილტვებზე…

პსჟ-ს ფორვარდმა ლეო მესიმ კომენტარი სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. არგენტინელმა ინტერვიუ TyC Sports მისცა.

„რეალის“ გამარჯვებაზე

„ყოველთვის საუკეთესოები არ იმარჯვებენ. ეს არ იყო საუკეთესო გუნდი ამ ჩემპიონთა ლიგაზე. და მაინც, მათ ყველა დაამარცხეს.
მე ვიცი, რაც არის „რეალი“. ვიცოდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ისინი არსაიდან იტანენ გოლებს და ავტომატურად ცვლიან თამაშს. ასე მოხდა ჩვენთან და სხვა გუნდებთან. და ეს პირველად არ ხდება“.

ფანების სტვენაზე

„ეს ჩემთვის უჩვეულო სიტუაცია იყო. „ბარსელონაში“ ასეთი რამ არ მინახავს, იქ ყველაფერი პირიქით იყო.
ხალხის უკმაყოფილება ფეხბურთელების მიმართ გასაგებია, რადგან პსჟ-ს მსგავსი რამ პირველად არ დაემართა, გუნდი ასე პირველად არ ვარდება ჩემპიონთა ლიგიდან. ასე რომ, ეს უკმაყოფილება გასაგები იყო“.

ბენზემას ოქროს ბურთზე

„ვფიქრობ, ყველაფერი ეჭვგარეშეა. ცხადია, რომ ბენზემამ შთამბეჭდავი წელი ჩაატარა და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ყველა მატჩში მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩემი აზრით, წელს არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ის მოიგებს „ოქროს ბურთს“.

ლევანდოვსკის ნათქვამზე

„მას შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი და თქვას, რაც მოესურვება. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიზიარებ იმას, რაც თქვა და არც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამას.
ვთქვი, რომ მან დაიმსახურა „ოქროს ბურთი“ ერთი წლით ადრე, რადგან საუკეთესო იყო. მაგრამ იმ წელს, როცა პრიზი მე მოვიგე, ის არ ყოფილა საუკეთესო. თუმცა, იფიქროს ისე, როგორც სურს“.

კორონავირუსზე

„სერიოზულად დამარტყა. სიმპტომები უმრავლესობის მსგავსი მქონდა: ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი.
კორონავირუსმა გართულება გამოიწვია, ფილტვები დაზიანდა. ვერ ვარჯიშობდი, თვენახევარი სირბილიც არ შემეძლო.
უფრო ადრე დავბრუნდი, ვიდრე საჭირო იყო და ამით საქმე კიდევ უფრო გავართულე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოპ 5ლიგის ევროპის ნაკრები

მე მას პრესაში მოვკლავ: მამარდაშვილს პრეზიდენტი აღარ ჰყავს